Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2025 წლის 15 ოქტომბრის N25969/29 წერილის  საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის  გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2025 წლის 5 აგვისტოს  N169/01-01 ბრძანებაში და მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა“.
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტის "ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო  დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა     აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია